Monday, June 23, 2014
პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება
|
დავით კლდიაშვილის პერსონაჟები
დღეს
|
პროექტის მთავარი იდეა
(თემა) 1-2 წინადადებით
|
მოსწავლეები ღრმად
შეისწავლიან დავით კლდიაშვილის
შემოქმედებას,
დააკვირდებიან პერსონაჟების ქცევას,
ხასიათს, ურთიერთდამოკიდებულებას.სიმონეთში გაესაუბრებიან ადგილობრივ
მკვიდრთ, მოისმენენ მათ მოგონებებს დავით
კლდიაშვილის ცხოვრებისა და მისი პერსონაჟების შექმნის
შესახებ.
|
პროექტის აქტუალობა
|
დააკვირდებიან მე-19 საუკუნის
ყოფას, ტრადიციებს, ადათ-წესებს
და პარალელს გაავლებენ
თანამედროვე ცხოვრებასთან. გააანალიზებენ, თუ რა გავლენას
ახდენს გარემო პირობები,
სოციალური ყოფა ადამიანის
ზნე-ჩვეულების ჩამოყალიბებაზე.
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის,
კომუნიკაციის, შეფასების, ანალიზის
გაკეთების უნარ-ჩვევებს. მოახდენენ
ძველისა და ახლის
შედარება-შეპირისპირებას.
|
მონაწილეთა ასაკი
|
მე-9
კლასი
|
ვადები-ხანგრძლივობა
|
2 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
გამოუმუშავდებათ კვლევის, ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის, ანალიზისა
და სინთეზის უნარ-
ჩვევები.
დააკვირდებიან, თუ რა გავლენას ახდენს
დრო, ეპოქა,საზოგადოებრივი ყოფა
ადამიანის სულიერ და მორალურ მდგომარეობაზე.თვალს გაადევნებენ, თუ როგორ იცვლება
წეს-ჩვეულებები და მენტალიტეტი
ყოფიერების ცვლასთან ერთად.
|
უნარ-ჩვევები
|
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს
გამოუმუშავდებათ ცოდნის გამოყენების, კრიტიკული
აზროვნებისა და ჯგუფური
მუშაობის უნარ- ჩვევები.შეისწავლიან მასალის
მოძიებას, დახარისხებას, შედარება-შეპირისპირებას,პერსონაჟის ხასიათზე
დაკვირვებას, ქვეტექსტის წაკითხვას.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები, კრიტიკული
წერილები, გასვლა სოფელ
სიმონეთში, ინტერვიუს ჩაწერა, სცენარის გადაღება,
ფოტო და ვიდეო
მასალის შექმნა.
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
პროექტის პირველ ნაწილში
მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო
მასალას, ღრმად შეისწავლიან საჭირო
ნაწარმობებს,კრიტიკულ წერილებს, გაეცნობიან
იმდროინდელ ყოფა-ცხოვრებას, დააკვირდებიან პერსონაჟთა
ხასიათს.
პროექტის მეორე ნაწილში
კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად:ჩავლენ სიმონეთში,
ადგილზე დათვალიერებენ სახლ-მუზეუმს,ნახავენ იმ ადგილებს, სადაც
იქმნებოდა ლიტერატურული შედევრები,გაესაუბრებიან ადგილობრივ
მკვიდრთ, ჩაიწერენ ინტერვიუს,
გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალას.
პროექტის მესამე ნაწილში
გაიმართება დისკუსია, მოხდება
მოძიებული მასალის დამუშავება, შეჯერება, არგუმენტირება,ფოტო და ვიდეო მასალის
მონტაჟი.
მეოთხე ნაწილი:პრეზენტაცია -
წარდგენა საზოგადოების წინაშე.
|
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე
წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო
ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
პრობლემურ საკითხებზე ზეპირი
მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ
ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
·
იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა
ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);
·
მსჯელობისას იყენებს ციტატებს
საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ
მონაცემებს და ა. შ.;
·
ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში
პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს,
რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
·
ისმენს სხვების მოსაზრებებს
მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ
ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
·
განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ
გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან
ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების
და ა.შ.);
·
დრამატული მონოლოგის ან როლური
ტექსტის სახით წარმოადგენს განსხვავებული თვალსაზრისის მისეულ ინტერპრეტაციას;
·
ისმენს რადიო და სატელევიზიო
ინტერვიუებს, გამოსვლებს, განიხილავს მათში ჩამოყალიბებულ ან ნაგულისხმევ განსხვავებულ
თვალსაზრისებს;
·
განსხვავებული თვალსაზრისების
განხილვისას იყენებს აუდიო და ვიზუალურ (მულტიმედია, ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციები
და სხვა თვალსაჩინო მასალა) საშუალებებს.
·
იყენებს სხვადასხვა საშუალებას
(კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის/ფრაზის მნიშვნელობის
გასაგებად;
·
ადგენს ლექსიკონს და განმარტავს
უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ნონა გელაშვილი
|
Subscribe to:
Posts (Atom)